“ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული და არსებობდა ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების საფრთხე სრულად აღიკვეთა”, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი და რა ფართობის ტერიტორიაა დამწვარი.